საქართველოს ფარიკაობის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე უსახსრობის გამო ვერ მიდის

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, რომელიც ეგვიპტის დედაქალაქში გაიმართება, მხოლოდ 17 დღე დარჩა, თუმცა, მასში საქართველოს ფარიკაობის ნაკრების მონაწილეობა საეჭვოა. გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსური პრობლემების გამო, წლის უმნიშვნელოვანეს შეჯიბრზე, ქართველი მოფარიკავეების გამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას…

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია ავრცელებს. Facebook გვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად – ეგვიპტეში გამგზავრებისათვის საჭირო თანხა, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას არ გააჩნია.

საქართველოს ფარიკაობის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე უსახსრობის გამო ვერ მიდის 1

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საუკეთესო მოფარიკავე – სანდრო ბაზაძე, FIE-ს რეიტინგში ამჯერად მესამეა, თუმცა ლიდერთა შორის სხვაობა მინიმალურია და თუ ვინ დაასრულებს სეზონს რეიტინგის სათავეში ამას მსოფლიო ჩემპიონატი გადაწყვეტს, რომელიც 15-22 ივლისს კაიროში გაიმართება!

წყარო: Fencing Federation Of Georgia საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

საქართველოს ფარიკაობის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე უსახსრობის გამო ვერ მიდის

სტატიის ავტორი
-