სერ ლუის ჰემილტონი – ფორმულა 1-ის ლეგენდა რაინდად აკურთხეს

ფორმულა 1-ის 2021 წლის სეზონი სკანდალურად დასრულდა – არაერთი მიმომხილველი მიიჩნევს, რომ წესდება უხეშად დაირღვა რის შედეგადაც, ლუის ჰემილტონს ჩემპიონის ტიტული მოპარეს. აბუ დაბის გრან-პრიზე შეკრებილი პუბლიკა, ჰემილტონისა და ფერსტაპენის ბატალიების მომსწრე გახდა, რომელიც საბოლოოდ ნიდერლანდელის გამარჯვებით დასრულდა.

ლუის ჰემილტონი რეკორდულ მე-8 საჩემპიონო ტიტულს ვერ დაეუფლა, თუმცა პრინცმა ჩარლზმა რაინდად აკურთხა – ლეგენდარული ბრიტანელი დაეუფლა ტიტულს, რომელსაც მას ვეღარ ჩამოართმევენ.

ლუის ჰემილტონის რაინდად კურთხევის ცერემონიალი უინძორის სასახლეში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ჰემილტონი ფორმულა 1-ის მეოთხე პილოტია, რომელიც რაინდად აკურთხეს.

სერ ლუის ჰემილტონი – ფორმულა 1-ის ლეგენდა რაინდად აკურთხეს

სტატიის ავტორი
-