სერხიო რამოსმა ილია თოფურიას წარმატება უსურვა

მადრიდის ,,რეალისა” და ,,პარი სენ ჟერმენის” ყოფილმა ფეხბურთელმა, სერხიო რამოსმა, მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია, გაამხნევა:

,,წარმატებას გისურვებ! მალე შევხვდებით, ძმაო!” – წერს ესპანელი ინსტაგრამის პირად გვერდზე.

ხვალ, გამთენიისას, ილია ჯოშ ემეტს დაუპირისპირდება.

თოფურიას, რომელიც დაუმარცხებელია, კარიერაში 13, UFC-კი 5 გამარჯვება აქვს.

UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში ქართველი მებრძოლი მე-9 ადგილს იკავებს. 

სერხიო რამოსმა ილია თოფურიას წარმატება უსურვა

სტატიის ავტორი
-