შენგელია კვლავ MVP გახდა – თოკომ ბოლო წუთზე გადამწვეტი 3-ქულიანი ჩააგდო

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” შინ ურთულესი მატჩი გამართა კატალონიურ “ხუვენტუდთან”. მესამე პერიოდის შემდეგ ბასკები 13 ქულის სხვაობით იგებდნენ, თუმცა სტუმრებმა მეოთხე რაუნდში თამაშის შემოტრიალება სცადეს და გამარჯვებამდე ცოტა დააკლდათ. საბოლოოდ 87:86 “ბასკონიას” სასარგებლოდ.

როგორც მოსალოდნელი იყო, თორნიკე შენგელია მასპინძელთა სნაიპერი გახდა. მის ანგარიშზე 19 ქულა დაფიქსირდა. მისი სრული მონაგარი ასეთი იყო: 31 წუთი, 19 ქულა (7-დან 5 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი, 8-დან 6 საჯარიმო), 8 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა. ბასკების ვიცე-ბომბარდირი საქართველოს ნაკრების ამერიკელი ლეგიონერი მეტ ჯენინგი გახდა – 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, მატჩი კი 16 ქულით დაასრულა.

წყარო: GBF.GE

შენგელია კვლავ MVP გახდა - თოკომ ბოლო წუთზე გადამწვეტი 3-ქულიანი ჩააგდო 1

შენგელია კვლავ MVP გახდა – თოკომ ბოლო წუთზე გადამწვეტი 3-ქულიანი ჩააგდო

| სხვა |
სტატიის ავტორი
-