“დაბალი მე დამიტოვე!” – ევლოევი კვლავ თოფურიას იწვევს

ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტს შორის სოციალურ ქსელებში დაწყებულ უთანხმოებას, რომელიც ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რუსი მებრძოლები გამოეხმაურნენ. Instagram-ზე განთავსებულ პოსტში, დამირ ისმაგულოვმა თოფურიაზე და პიმბლეტზე დამცინავი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ შეუძლია ერთ ღამეს ორივე მათგანზე იზრუნოს.

ილია თოფურიას ყოფილ მეტოქეს – მოვსარ ევლოევს ისმაგულოვის პოსტი უყურადღებოდ არ დარჩენია. ევლოევმა, რომელიც წარსულში სოციალურ ქსელებში თოფურიას რამდენჯერმე დაუპირისპირდა, ქართველთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა.

“ძმაო, ასეთი ხარბი ნუ იქნები! ის დაბალი [ილია თოფურია] მე დამიტოვე, შენ შეგიძლია ქერაზე იზრუნო”, – აღნიშნა მოვსარ ევლოევმა.

შეგახსენებთ, ლონდონში UFC-ის დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა, სადაც მაყურებელმა არაერთი სანახაობრივი დაპირისპირება იხილა. ლონდონში გამართულ ივენთზე ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება ილია თოფურიამ მოიპოვა. ქართველმა მებრძოლმა მისი ოპონენტი (ჯეი ჰერბერტი) მეორე რაუნდში ეფექტური დარტყმით დაანოკაუტა.

“დაბალი მე დამიტოვე!” – ევლოევი კვლავ თოფურიას იწვევს

სტატიის ავტორი
-