დიდი სენსაცია – დინამო თბილისმა ოლიმპიაკოსს მოუგო | VIDEO

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ბოლო, მე-14 ტურში ,,დინამო თბილისმა” მსოფლიო გრანდს, ,,ოლიმპიაკოსს” უმასპინძლა და 14:13 დაამარცხა.

შედეგად, დედაქალაქურმა გუნდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ზედიზედ მეორე მატჩში იმარჯვა. ქართველმა წყალბურთელებმა გასულ ტურში სპლიტის ,,იადრანს” მოუგეს.

„დინამომ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ბოლო, მე-8 პოზიციაზე დაასრულა. ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე  „ბრეშა“ , „ფერენცვაროში“, „ბარსელონეტა“ და „ნოვი ბელგრადი“ გავიდნენ.

დინამო – ოლიმპიაკოსი 14:13


დინამო: ელაჩა (2 გოლი), სარიჩი (4), მესხი (1), ტყეშელაშვილი (1), ადეიშვილი (2), ვასიჩი (3), ბითაძე (1).

 

დიდი სენსაცია – დინამო თბილისმა ოლიმპიაკოსს მოუგო | VIDEO

სტატიის ავტორი
-