კონორ მაკგრეგორმა სულ რაღაც 1 კვირის წინ UFC-ს დატოვება გადაწყვიტა.
UFC-ს რუსმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ირლანდიელ სპორტსმენზე საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.
“ხვალ მაკგრეგორი შეგვატყობინებს, რომ დაბრუნდა, მედია კი კვლავ ამაზე დაიწყებს საუბარს. მისი მიზანი სწორედ ესაა.
ირლანდიელმა UFC-სთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და ასე ამიტომ იქცევა.
კონორი ეჭვიანი ცოლის როლს თამაშობს, რომელიც ყოველთვის მიდის, თუმცა მაინც ბრუნდება,” – თქვა ნურმაგომედოვმა.