ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძე ევროპის საუკეთესო შვიდეულში მოხვდა

ევროპის 2024 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის საუკეთესო შვიდეულში, საუკეთესო მარჯვენა ინსაიდად, გიორგი ცხოვრებაძე დასახელდა.

შვიდეული, რომელიც პოზიციების მიხედვით იქნა შედგენილი, 8 ჯგუფში წარმოდგენილი 32 გუნდის მოთამაშეებით დაკომპლექტდა. გიორგი ცხოვრებაძის გვერდით ვკითხულობთ ვარსკვლავურ სახელებს, რომლებიც III-IV ტურებში მაღალი შედეგიანობითა და სანახაობრივი თამაშით გამოირჩნენ.

  • გამთამაშებელი – ფელიქს კლაარი (შვედეთი)
  • მარცხენა ინსაიდი – ნიკოლა ბილიკი (ავსტრია)
  • მარცხენა კუთხე – დილან ნაჰი (საფრანგეთი)
  • ხაზი – მიკლოს როსტა (უნგრეთი)
  • მარჯვენა კუთხე – ბლაზ იანცი (სლოვენია)
  • მარჯვენა ინსაიდი – გიორგი ცხოვრებაძე (საქართველო)
  • მეკარე – ბარტ რავენსბერგენი (ნიდერლანდები)

იხილეთ ვიდეო

ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძე ევროპის საუკეთესო შვიდეულში მოხვდა

სტატიის ავტორი
-