საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ესპანეთში გაემგზავრა. კომპოსტელაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ხალიჩაზე 30 ივნისიდან გავლენ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: 57 კგ – ლუკა ღვინჯილია 61 კგ – თორნიკე ასაბაშვილი 65 კგ – გოგა ოთინაშვილი 70 კგ – საბა კობახიძე 74 კგ – გიორგი გოგრიჭიანი 79 კგ – ოთარ ადეიშვილი 86 კგ – […]
აჩიკო ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონია | VIDEO
აჩიკო ბოლქვაძემ ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში სომეხი მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. ბოლქვაძემ ფინალში 5:4 გაიმარჯვა. 20-წლამდელთა შორის ზედიზედ მეორედ მოპოვებული ჩემპიონობის შემდეგ, აჩიკო ბოლქვაძემ კომენტარი გააკეთა, სადაც საკუთარი ასპარეზობა დადებითად შეაფასა და მადლობა გადაუხადა მწვრთნელებს, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ წარმატების მიღწევაში.
“თუ ჰოლოუეისთან ბრძოლას ესპანეთში შემომთავაზებენ, მე ამას დავთანხმდები” – ილია თოფურია
ილია თოფურიამ UFC Jacksonvill-ზე ჯოშ ემეტი ძალიან დიდი უპირატესობით დაამარცხა და მის კარიერაში მე-14 გამარჯვება მოიპოვა. დაუმარცხებელი ქართველი სატიტულო ბრძოლას ძალიან მიუახლოვდა. როგორც ამერიკულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ილია ჯერ სატიტულო ბრძოლას ვერ მიიღებს. დიდი ალბათობით მას კიდევ ერთი დაპირისპირების გამართვა მოუწევს, რომელიც შესაძლოა მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ შედგეს. ამასთან დაკავშირებით თოფურიას საკუთარი პირობები აქვს. “ჩემპიონობის რიგში […]
ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე მე-3 ევროპულ თამაშებზე ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა – ნინო სალუქვაძემ, 25 მეტრზე ტყვიის სროლაში საუკეთესო ოთხეულში შესვლა მოახერხა, რის შედეგადაც პარიზის 2024 წლის ოლიმპიდის ლიცენზია გაინაღდა. სახელოვანი ქართველი სპორტსმენი ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ სალუქვაძე სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელია — ქართველმა ტყვიის მსროლელმა ოქროსა და ვერცხლის მედლები 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობისას, ხოლო ბრინჯაოს მედალი 2008 წელს მოიპოვა. 2016 წელს […]
ილია თოფურიამ მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. “მატადორმა” 5 რაუნდიან ბრძოლაში ძალიან გამოცდილი ჯოშ ემეტი უდიდესი უპირატესობით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს კარიერის განმავლობაში თოფურიასთვის მე-14 გამარჯვება იყო. შეგახსენებთ, რომ ილია დაუმარცხებლის სტატუსს კვლავ ინარჩუნებს. ილიას პერფორმანსმა MMA-ს გულშემატკივარში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. ქართველი მებრძოლი ხუთივე რაუნდში დომინირებდა და ამის კვალი მეტოქის სახეზეც კარგად ჩანდა. დაპირისპირების […]
ტაეკვონდო | ზურაბ კინწურაშვილმა ევროპულ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ევროპული თამაშები მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს ტაეკვონდოს ნაკრების წევრმა, ზურაბ კინწურაშვილმა, -74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. კინწურაშვილმა ფინალამდე სამი შეხვედრის მოგება შეძლო – მერვედფინალში ლეროი ნსილუ დილანდუ (ირლანდია) დაამარცხა, მეოთხედფინალში – დანიელ კესადა (ესპანეთი), ნახევარფინალში კი – სტეფან ტაკოვი (სერბეთი). ფინალში ქართველმა მებრძოლმა ბოსნიელ ნეჯად პუშიჩს მოუგო (2:0) და ჩემპიონი გახდა. […]
სანდრო ბაზაძე ევროპული თამაშების ოქროსმედალოსანია | VIDEO
სერხიო რამოსმა ილია თოფურიას წარმატება უსურვა
მადრიდის ,,რეალისა” და ,,პარი სენ ჟერმენის” ყოფილმა ფეხბურთელმა, სერხიო რამოსმა, მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია, გაამხნევა: ,,წარმატებას გისურვებ! მალე შევხვდებით, ძმაო!” – წერს ესპანელი ინსტაგრამის პირად გვერდზე. ხვალ, გამთენიისას, ილია ჯოშ ემეტს დაუპირისპირდება. თოფურიას, რომელიც დაუმარცხებელია, კარიერაში 13, UFC-კი 5 გამარჯვება აქვს. UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში ქართველი მებრძოლი მე-9 ადგილს იკავებს.
გოგიტა არქანიამ ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ევროპული თამაშები მიმდინარეობს. დღეს, ქართველმა კარატისტმა, გოგიტა არქანიამ, 84+ კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. არქანიამ ჯგუფურ ეტაპზე სამი მეტოქის – ასიმან გურბანლის (აზერბაიჯანი), ბაბაქარ სეკის (ესპანეთი) და ანეს ბოსტანჟიჩის (ბოსნია) დამარცხება შეძლო, ნახევარფინალური დაპირისპირება კი თურქ ფათიჰ შენთან დათმო. 39 წლის კარატისტმა ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი კარიერაში მეორედ მოიპოვა.
ზაზა ნადირაძემ ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა | VIDEO
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე მე-3 ევროპულ თამაშებზე, ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მერაბ დვალიშვილის მორიგი ექსტრემალური ვიდეო
სოციალურ ქსელებში UFC-ის ქართველი ვარსკვლავისა და სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის რეიტინგის ნომერ პირველი მებრძოლის – მერაბ დვალიშვილის მორიგი სახალისო ვიდეო ვრცელდება. შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა ცოტა ხნის წინ ხელზე ოპერაცია ჩაიტარა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ქართველი მებრძოლი სარეაბილიტაციო პერიოდს გადის და როგორც კადრებში ჩანს, მარჯვენა ხელზე ფიქსატორი უკეთია.
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე მე-3 ევროპულ თამაშებზე, ქართველი ნიჩბოსნები წარმატებით ასპარეზობენ. ზაზა ნადირაძემ, ბადრი ყაველაშვილმა და მარიამ ქერდიკაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გადალახეს, რის შემდეგაც ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ 200-მეტრიან დისტანციაზე, ზაზა ნადირაძემ საუკეთესო დრო (39.66) დააფიქსირა და კვალიფიკაცია პირველ ადგილზე დაასრულა. ყაველაშვილმა 1/2-ფინალში 35,839 წამი დააფიქსირა და მეორე ადგილი დაიკავა. მარიამ ქერდიკაშვილს კი […]