პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ევროპული თამაშები მიმდინარეობს.
დღეს, საქართველოს ტაეკვონდოს ნაკრების წევრმა, ზურაბ კინწურაშვილმა, -74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.
კინწურაშვილმა ფინალამდე სამი შეხვედრის მოგება შეძლო – მერვედფინალში ლეროი ნსილუ დილანდუ (ირლანდია) დაამარცხა, მეოთხედფინალში – დანიელ კესადა (ესპანეთი), ნახევარფინალში კი – სტეფან ტაკოვი (სერბეთი).
ფინალში ქართველმა მებრძოლმა ბოსნიელ ნეჯად პუშიჩს მოუგო (2:0) და ჩემპიონი გახდა.
ეს ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნაკრებისთვის მეორე ოქროს მედალია, დღეს ჩემპიონობა სანდრო ბაზაძემაც (ფარიკაობა) იზეიმა.