საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატი ვირტუალურ წრიულ რბოლაში გრძელდება

19 მაისს ვირტუალურ წრიულ რბოლაში საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატის მეხუთე ეტაპი გაიმართა.

რბოლებს სამხრეთ აფრიკის, “Kyaimi Grand Prix Circuit-ს” ვირტუალური ავტოდრომი მასპინძლობდა. საერთო ჯამში 25- მდე გამოცდილმა “სიმ რეისერმა” ერთი საკვალიფიკაციო და ორი სარბოლო გარბენი შეასრულეს. “სიმ რეისერები” თითო რბოლაზე 13 წრეს ფარავდნენ.რბოლები უკიდურესად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, რადგან ჩემპიონატის ლიდერების ქულებს შორის სხვაობა თითქმის მინიმალურია.

ნიკა კობოსნიძემ ჩემპიონატის ლიდერობა არავის დაუთმო და მეხუთე ეტაპის ორივე რბოლის გამარჯვებით ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა.

პირველი რბოლის წინასწარი შედეგები ასე გადანაწილდა:

1 ადგილი – ნიკა კობოსნიძე

2 ადგილი -სანდრო თავართქილაძე

3 ადგილი – დათუნა არჯევანიძე

მეორე რბოლის წინასწარი შედეგები ასე გადანაწილდა:

1 ადგილი – ნიკა კობოსნიძე

2 ადგილი – დათუნა არჯევანიძე

3 ადგილი – ნიკა ლორია

რბოლებს პირდაპირ ეთერში ჩემპიონატის დამფუძნებელი ბექა ჯიქია და ლევან მიმინოშვილი კომენტირებდნენ. ჩემპიონატის მეექვს ფინალური ეტაპი 2 ივნისს ჩატარდება. ღონისძიება ორი თვის განმავლობაში კომპანია სიმულექს რეისინგის ორგანიზებით და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება.

საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატი ვირტუალურ წრიულ რბოლაში გრძელდება

| სხვა, სხვა |
სტატიის ავტორი
-