23 წლის წინ: ყველაზე სწრაფი ბრეიკი (147) სალივანის შესრულებით (ვიდეო)

1997 წლის 21 აპრილს, ლეგენდარულმა რონი ო’სალივანმა, ისტორიაში ყველაზე სწრაფი ბრეიკი (147) შეასრულა. 147 ქულა მან სულ რაღაც 5 წუთსა და 8 წამში მოიპოვა.

ამ გამარჯვებისთვის, სალივანმა საპრიზო თანხა, £147,000 მიიღო. თითოეული ზუსტი დარტყმისთვის, მას საშუალოდ 8.8 წამი სჭირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ იმ წელს, სალივანი ჩემპიონი არ გამხდარა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ინგლისელმა სნუკერისტმა 2001 წელს მოიპოვა.

იხილეთ ვიდეო

სტატიის ავტორი
-