ასანოიამა მაისის ბაშოდან მოხსნეს – მან კარანტინი დაარღვია

ოძეკი ასანოიამა მაისის ბაშოდან მოხსნეს. ამის მიზეზი იაპონიის სუმოს ასოციაციის მიერ დაწესებული ანტიკორონავირუსული პროტოკოლის დარღვევა გახდა.

27 წლის მებრძოლმა, რომელსაც ბალანსი 7-4-ზე ჰქონდა, ეს ყოველივე თავად აღიარა.

ერთ-ერთ იაპონურ ყოველკვირეულ ჟურნალში დაიწერა, რომ ასანოიამა სავახშმოდ გარეთ გავიდა. პროტოკოლის თანახმად კი, მებრძოლებს სახლის დატოვება ეკრძალებათ.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევა გასული წლის ივლისშიც დაფიქსირდა. მაკუუჩი დივიზიონის სუმოისტმა აბიმ პროტოკოლი ბაშომდე და მის შემდეგაც დაარღვია, რის გამოც მომდევნო 3 ტურნირზე გამოსვლა აეკრძალა.

ასანოიამა მაისის ბაშოდან მოხსნეს – მან კარანტინი დაარღვია

სტატიის ავტორი
-