ნოემბრის ბაშოს განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა

14 ნოემბრიდან ყოველწლიური 6 ბაშოდან უკანასკნელი, კიუშუ ბაშო, აიღებს სტარტს, რომელიც ტრადიციულად 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ტურნირზე სუმოს ფაქტობრივად ყველა ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ქართველი ექს-ოძეკი ტოჩინოშინიც.

იაპონურმა სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი (ბანძუკე) გამოაქვეყნა.

საყურადღებოა, რომ ჰაკუჰოს კარიერის დასრულების შემდეგ, სუმოს სამყაროს ტერონოფუჯის სახით, ერთადერთი იოკოძუნა დარჩა. ამ უკანასკნელმა სექტემბრის ბაშოზე იოკოძუნას სტატუსი პირველად მოიგო და ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა.

ნოემბრის ბაშოს 2 ოძეკი ეყოლება – აღმოსავლეთიდან შოდაი, ხოლო დასავლეთიდან ტაკაკეიშო.

სეკივაკეებს მიტაკეუმისა და მეისეი დააკომპლექტებენ – აღმოსავლეთიდან მიტაკეუმი, დასავლეთიდან შოდაი.

განვლივ ბაშოზე აღმოსავლეთის მეორე სეკივაკედ წარმოდგენილი ასანოიამა, რომელიც იაპონური სუმოს ასოციაციის გადაწყვეტილებით კარანტინის წესების დარღვევის გამო 6 ბაშოს განმავლობაში დისკვალიფიცირდა, უდიდესი დაღმასვლა განიცადა და ამჯერად დასავლეთის მე-10 მაეგაშირაა.

კომოსუბის სტატუსს აღმოსავლეთიდან იჩინოჯო, დასავლეთიდან კი კირიბაიამა მოირგებს.

რაც შეეხება ლევან გორგაძეს, ტოჩინოშინი სექტემბრის ბაშოზე დასავლეთის მე-13 მაეგაშირას სტატუსით იასპარეზებს, რაც ბოლო წლების მანძილზე მისთვის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

ნოემბრის ბაშოს განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა

სტატიის ავტორი
-