სუმოს გულშემატკივარი მკაცრი წესის ცვლილებას ითხოვს

10 იანვარს სტარტი აიღო 2021 წლის პირველმა სუმოს სუპერტურნირმა – იანვრის ანუ ჰაცუ ბაშომ.

მოგეხსენებათ, რომ სუმოში საკმაოდ მკაცრი წესები მოქმედებს რისი ერთგვარი მაგალითიც, მაკუშიტას დივიზიონში მომხდარი ინციდენტის შედეგად, ყველასათვის თვალსაჩინო გახდა.

მე-10 საბრძოლო დღეს, რიგით მესამე ანუ მაკუშიტას დივიზიონში აღმოსავლეთის 22-ე ნომერი შონანოუმი საწყისი შეჯახების დროს ოპონენტს საკმაოდ მძიმედ, პირდაპირ თავით დაეჯახა, რის შედეგადაც მიიღო საკმაოდ მძიმე დაზიანება და ფეხზე წამოდგომას ვერ ახერხებდა.

როდესაც ზემოთ სუმოში არსებულ მკაცრ წესებზე ვსაუბრობდით, ერთ-ერთი მაგალითი არის ის, რომ მებრძოლს დოჰიოზე ყოფნის დროს დაზიანების შემთხვევაში არავინ ეხმარება. შონანოუმი დაზიანების შემედეგ ფეხზე წამოდგომას ვერ ახერხებდა. სუმოისტი თავდაპირველად საერთოდ ვერ დგებოდა, შემდეგ კი წონასწორობას ვერ ინარჩუნებდა, რაც მის მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებდა, თუმცა მისთვის “დახმარების ხელი” არავის გაუწოდებია.

აღნიშნულმა ფაქტმა იაპონელ მაყურებელში საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, საზოგადოება აქტიურად ითხოვს ამ “წესის” ცვლილებას, ვინაიდან მომხდარი ფაქტი საკმაოდ მძიმე სანახავი გახლდათ.

გთავაზობთ მომხდარი ინციდენტის ვიდეოს:

“დაზიანება საკმაოდ მძიმე იყო და ეს ნათლადაც ჩანდა. როდესაც დაზიანება თავის არეს ეხება და შესაძლოა თავის ტვინის დაზიანება იყოს, არ შეიძლება ეს წესი მოქმედებდეს – ამ დროს ადამიანის სიცოცხლე დგება საფრთხის წინაშე, შესაბამისად სუმოს ასოციაციას ამ საკითხზე ცვლილებების შეტანა ევალება”, – აცხადებს სუმოს ერთ-ერთი ექსპერტი.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ აღნიშნული ბრძოლა რამდენიმე წუთში განმეორებით ჩატარდა და გამარჯვება სწორედ შონანოუმიმ მოიპოვა, რის შედეგადაც მას 4 მოგება და 1 მარცხი მოუგროვდა.

სუმოს გულშემატკივარი მკაცრი წესის ცვლილებას ითხოვს

| სუმო, სხვა |
სტატიის ავტორი
-