ტოჩინოშინმა მე-6 გამარჯვება მოიპოვა! (ვიდეო)

გრძელდება შემოდგომის რიგით პირველი სუმოს ტურნირი, აკი ბაშო, სადაც ასპარეზობას განაგრძობს ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი.

დღეს ქართველი სეკიტორის მოწინააღმდეგე ბრაზილიელი კაისეი იყო – ქართველმა სუმოტორმა მძიმე ტრავმების მიუხედავად, კაისეის დამარცხება შეძლო და ოძეკის ტიტულის შენარჩუნებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

აქამდე გამართულ 16 ბრძოლაში ტოჩინოშინს ბრაზილიელთან 9 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული.

 

 

სტატიის ავტორი
-