ვინ გამოიმუშავა ყველაზე მეტი თანხა აკი ბაშოზე 9 დღის შემდეგ

13 სექტემბერს, ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლეში სტარტი სექტემბრის ანუ აკი ბაშომ აიღო, რომელში მონაწილეობას ქართველი ექს-ოძეკი ლევან გორგაძეც ღებულობს.

ტურნირი საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს და ამ ეტაპისათვის შეიძლება ითქვას, რომ წინასწარი პროგნოზირება თუ ვინ შეძლებს ჩემპიონობას, თითქმის შეუძლებელია.

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე სპონსორების რიხცვი საგრძნობლად შემცირდა. გთავაზობთ 9 დღის შემდეგ გამომუშავებული კენშოებისა და თანხის რაოდენობას (Top 5):

1) ტაკაკეიშო – 122 კენშო ≈ $48 800

2) ასანოიამა – 82 კენშო ≈ $32 800

3) ტერუნოფუჯი – 68 კენშო ≈ $27 200

4) ენდო – 46 კენშო ≈ $18 400

5) ტოჩინოშინი – 38 კენშო ≈ $15 200

ვინ გამოიმუშავა ყველაზე მეტი თანხა აკი ბაშოზე 9 დღის შემდეგ

| სუმო, სხვა |
სტატიის ავტორი
-