ვინ რა თანხა გამოიმუშავა ჰარუ ბაშოზე 12 დღის შემდეგ

2021 წლის რიგით მეორე სუმოს სუპერტურნირი 14 მარტს დაიწყო – ტურნირი ტრადიციულად, 15 დღის განმავლობაში გაიმართება.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, საკმაოდ შემცირდა კენშოების რაოდენობა, თუმცა ცხადია, რომ გარკვეული რაოდენობის კენშოები გამორჩეული ბრძოლების გამარჯვებულებს კვლავაც ერგებათ.

გთავაზობთ TOP 5 მებრძოლს, რომელთაც ყველაზე დიდი ოდენობის კენშოები გამოიმუშავეს ჰარუ ბაშოს 12 დღის შემდეგ:


1) ასანოიამა – 137 კენშო ≈ $54,800

2) ტაკაკეიშო – 107 კენშო ≈ $42,800

3) ტაკაიასუ – 75 კენშო ≈ $30,000

4) შოდაი – 68 კენშო ≈ $27,200

5) დაიეიშო – 62 კენშო ≈ $24,800


სამწუხაროდ, გამომუშავებული თანხის მხრივ ქართველი ექს-ოძეკი ტოჩინოშინი არამხოლოდ ხუთეულს, არამედ ათეულს მიღმაა.

 

ვინ რა თანხა გამოიმუშავა ჰარუ ბაშოზე 12 დღის შემდეგ

სტატიის ავტორი
-