თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ტაჰა აკგულმა, ინსტაგრამის პირად გვერდზე დაწერა, რომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ნანგრევების ქვეშ 40-მდე მოჭიდავეა მოყოლილი:
,,დაინგრა საჭიდაო კლუბის შენობა, სადაც ჩვენი 30-40 მოჭიდავე იმყოფებოდა…
გთხოვთ, წავიდეთ ჩვენს საჭიდაო კლუბში ძმების დასახმარებლად,” – წერს აკგული სოციალურ ქსელში.
თურქეთში დღეს რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ ათასობით ადამიანია მოყოლილი.