ხვალ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

10 სექტემბერს, ბელგრადში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება.

პირველ დღეს ხალიჩაზე 55, 72, 77 და 87 კილოგრამ წონითი კატეგორიის მოჭიდავეები იასპარეზებენ.

ხვალ საქართველოს სახელით ნუგზარ წურწუმია (55კგ), შმაგი ბოლქვაძე (72 კგ), იური ლომაძე (77კგ) და რობერტ კობლიაშვილი (87კგ) იჭიდავებენ.

წურწუმიას პირველი მეტოქე მოსტაფა ალქადე (იორდანია) იქნება, ბოლქვაძე ვიკას ვიკასს (ინდოეთი) შეხვდება, ლომაძე – სომეხ ამოაინსა და უნგრელ ლევაის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, კობლიაშვილი კი – ანდრეი ანტონიუკს (უკრაინა).

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.

ხვალ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

| ჭიდაობა, სხვა |
სტატიის ავტორი
-