ლევან ქავჟარაძე ევროპის ჩემპიონია!

სერბულ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის 63 კგ. წონით კატეგორიაში ლევან ქავჟარაძემ სომეხი სლავიკ გალსტიანი დაძაბულ ბრძოლაში 10:8  დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. დღესვე ოქროს მედალი ნუგზარ წურწუმიამ მოიპოვა ხოლო ბრინჯაო ბექა მამუკაშვილმა. ცოტა ხანში ფინალში გურამ ხეცურიანი და ზვიად პატარიძე იასპარეზებენ. ხვალ ფინალში ასპარეზობის უფლება რამაზ ზოიძემ და გიორგი მელიამ მოიპოვეს.

ლევან ქავჟარაძე ევროპის ჩემპიონია!

სტატიის ავტორი
-