ოლიმპიური ჩემპიონი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბოლო სალიცენზიო ტურნირს, რომელიც 6-9 მაისს სოფიაში გაიმართება, ვერ იჭიდავებს და შესაბამისად ტოკიოს ოლიმპიადის მიღმა დარჩა. 30 წლის ოლიმპიური ჩემპიონი სოფიაში ვერ იჭიდავებს, რადგან მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ინფორმაცია თავად სპორტსმენმა, სოციალურ ქსელ “Facebook”-ზე გაავრცელა. ლადოს ამ ფაქტის შესახებ გული ძალიან დაწყდა და პოსტის […]