ტოკიოში საქართველოს ძალოსანთა ნაკრები 4 სპორტსმენით წარდგება

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს 4 წარმომადგენელი ეყოლება. ინფორმაციას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

4 ძალოსანი თითოეული ქვეყნისთვის დაწესებული კვოტის მაქსიმალური რაოდენობაა.

იაპონიაში ასპარეზობის უფლება ლაშა ტალახაძემ (+ 109კგ), ანტონ პლესნოიმ (96 კგ), შოთა მიშველაძემ (61კგ) და გოგა ჩხეიძემ (67კგ) მოიპოვეს.

ტოკიოს ოლიმპიადაზე ძალოსნები ასპარეზობას 24 ივლისს დაიწყებენ და 4 აგვისტოს დაასრულებენ.



 

ტოკიოში საქართველოს ძალოსანთა ნაკრები 4 სპორტსმენით წარდგება

სტატიის ავტორი
-