U 17 | ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა.

დღევანდელი დღე ქართველი მოჭიდავეებისთვის წარმატებული გამოდგა.

51-კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი მაისურაძემ ფინალში სომეხი საშა პეტროსიანი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ოქროს მედალი მოიპოვა სანდრო ყურაშვილმაც (92 კგ), რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ეიუპ გეტინს (თურქეთი) მოუგო.

მათე ცინაძე (48 კგ) ფინალში ჯაფარ ჯაფაროვთან (აზერბაიჯანი) დამარცხდა და ვერცხლს დაეუფლა.

ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე სულ 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.

U 17 | ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს

სტატიის ავტორი
-