U20 | საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა

ესპანეთში მიმდინარე ჭიდაობის 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ფინალში საქართველოს სახელით სამმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ იასპარეზა. 

65 კილოგრამში ბრწყინვალედ იასპარეზა გოგა ოთინაშვილმა, რომელიც ფინალში უკრაინელ მიკიტა ზუბალს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ ოთინაშვილი ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

წარმატებული გამოდგა ოთარ ადეიშვილის ასპარეზობა, რომელმაც 79 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნახევარფინალში თურქი ოვეჩი 12:4 დაამარცხა და ფინალში არანაკლებ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ადეიშვილმა ფინალში გერმანელი გრეგორ ეიგენბროტი დაამარცხა.

ასევე ოქროს მედლისთვის იბრძოლა და თურქ მეტოქესთან დამარცხდა საბა კობახიძე. დიდი ბრძოლის მიუხედავად კობახიძე იბრაჰიმ იაპრაკთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

97 კგ წონით კატეგორიაში ნიკა ფანცულაიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

U20 | საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა

სტატიის ავტორი
-