ვინ რა თანხა გამოიმუშავა ჰარუ ბაშოზე | 6 დღის მონაცემები

13 მარტს 2022 წლის სუმოს რიგით მეორე სუპერტურნირი – ჰარუ ბაშომ აიღო სტარტი, რომელიც ტრადიციულად 15 დღის განმავლობაში აქტიურ ფაზაში იქნება.

ტურნირზე მონაწილეობას ამ სპორტის ფაქტობრივად ყველა სუპერვარსკვლავი მიიღებს.


სად ტარდება ბაშო?


მარტის ბაშო | ლიდერთა სია 1

ოსაკას პრეფექტურის გიმნაზიუმი


მარტის ბაშოს ოსაკას პრეფექტურის გიმნაზიუმი უმასპინძლებს, რომელიც 8,000 ადამიანს იტევს.


მარტის ბაშო საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეიბს, 6 დღის მონაცემებით ტურნირის საჩემპიონო ცხრილს ექს-ოძეკი ტაკაიასუ 6 მოგებით ლიდერობს. 5-5 მოგებას კი სამი სუმოისტი აფიქსირებს – განვლილი ბაშოს ჩემპიონი – ოძეკი მიტაკეუმი, ვაკატაკაკაგე და კოტონოვაკა.


სუმოისტების მიერ გამომუშავებული თანხა | 6 დღის მონაცემები


ტერუნოფუჯი – 74 კენშო (29,600$)

მიტაკეუმი – 72 კენშო (28,800)

ტაკაკეიშო – 41 კენშო (16,400$)

დაიეიშო – 40 კენშო (16,000$)

ენდო – 33 კენშო (13,200$)


ტოჩინოშინი


მარტის ბაშო | ლიდერთა სია 3


ტოჩინოშინი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ზედიზედ მეორე ბაშოა, მისთვის “ანტირეკორდულ” საფეხურზეა გამწესებული, თუმცა ქართველი ექს-ოძეკი ამ დროისათვის მესამე საუკეთესო შედეგს – 4 მოგებასა და 2 მარცხს აფიქსირებს. სამწუხაროდ, გამომუშვებული კენშოების რაოდენობით 6 დღის შემდეგ ათეულს მიღმაა.


 

ვინ რა თანხა გამოიმუშავა ჰარუ ბაშოზე | 6 დღის მონაცემები

სტატიის ავტორი
-