რუსეთის მიერ წამოწყებული ფართომასშტაბიანი ომისა და უკრაინაში ბარბაროსული შეჭრის ფონზე, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობისა და უდანაშაულო ბავშვების სიცოცხლე ეწირება – ილონ მასკმა ვლადიმირ პუტინი ბრძოლაში გამოიწვია.
I hereby challenge
Владимир Путин
to single combatStakes are Україна
— Elon Musk (@elonmusk) March 14, 2022
ექსცენტრიული ილონ მასკი, რომლის ქონებაც გავრცელებული ინფორმაციით $266.1 მილიარდს შეადგენს. რუსეთის ქმედებებს გმობს და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს. მასკმა ვლადიმირ პუტინი ბრძოლაში გამოიწვია და შესთავაზა, რომ გამარჯვებულს “უკრაინა ერგოს”. მილიარდერის მიერ ხუმრობით გაკეთებულ განცხადებას, ჯო როგანი სერიოზულად მიუდგა და მას დახმარება შესთავაზა. პოდკასტერი აღნიშნავს, რომ ილონ მასკს ვარჯიშსა და ბრძოლისათვის მომზადებაშო ხელს შეუწყობს.
“ილონ მასკს ბრძოლა სურს – მან პუტინთან დაპირისპირება გადაწყვიტა. ჩემი სამსახური შევთავაზე. მასკს დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ ყველანაირად შევუწყობ ხელს. დავეხმარები ვარჯიშსა და ბრძოლისათვის მომზადებაში”, – აღნიშნა როგანმა.