ზუკა რურუა: “დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ნაკრებს ვეთამაშებით”

საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე ასპარეზობს.

ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია და 1/4-ფინალურ ეტაპზე ხორვატიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ვიასპარეზებთ.

აღნიშნულთან დაკავშირებით Live.ge დაუკავშირდა წყალბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტ, ზუკა რურუას, რომელმაც დღევანდელი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა:

“გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ვინაიდან მიზანი და მისია, რაც გვქონდა დაკისრებული, ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილის დაკავება – შესრულებულია. მოლოდინი იყო იმისა, რომ 1/4-ფინალური მეტოქე რუსეთი უნდა ყოფილიყო, თუმცა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ნაკრებს ვხვდებით და შანსებზე საუბარი ცოტა რთულია”, – აცხადებს ზუკა რურუა.

შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზეა ჩანიშნული, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს Live.ge-ის ფეისბუქ გვერდზე შემოგთავაზებთ.

ზუკა რურუა: “დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ნაკრებს ვეთამაშებით”

სტატიის ავტორი
-