ზურაბ კახაბრიშვილს საჩუქრად ბინა გადაეცა | VIDEO

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარ ექიმს – ზურაბ კახაბრიშვილს, კომპანია “არქიმ” საჩუქრად ბინა გადასცა.

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის Facebook გვერდზე, ზურაბ კახაბრიშვილის დაჯილდოვების ამსახველი ვიდეო განთავსდა. აღსანიშნავია, რომ კახაბრიშვილი კომპანია “არქის” ოფისში ოლიმპიურმა ჩემპიონმა – ლაშა ტალახაძემ მიიყვანა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარ ექიმს მადლობა ზაზა ფაჩულიამ გადაუხადა.

სტატიის ავტორი
-