“დინამო თბილისი”, ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს – იქ, სადაც მოხვედრა ბევრისთვის საოცნებოა. იქ, სადაც ერთმანეთს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები უპირისპირდებიან. თბილისურ კლუბს სერბი დეიან სტანოიევიჩი წვრთნის და ახალგაზრდა წყალბურთელებს მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონებთან თამაშისთვის ამზადებს. სტანოიევიჩი გუნდში 2021 წლის დასაწყისში, სოლიდური გამოცდილებით მივიდა. იგი რუმინეთისა და ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებებს ხელმძღვანელობდა, 2014 წელს კი, […]