კალაშნიკოვა: ,,სამწუხაროა იმის გაცნობიერება, რომ ოლიმპიადაზე მოხვდი, მაგრამ იმიტომ ვერ ითამაშებ, რომ განაცხადი არ გაუგზავნიათ”

ქართველ ჩოგბურთელს, ოქსანა კალაშნიკოვას, ოლიმპიადაზე თამაში შეეძლო, თუმცა ეს მხოლოდ იმიტომ არ მოხდა, რომ ტოკიოში მონაწილეობის შესახებ განაცხადი არ გაგზავნილა. ამის შესახებ 30 წლის ჩოგბურთელმა ტვიტერის პირად გვერდზე დაწერა:

,,მართლაც სამწუხაროა იმის გაცნობიერება, რომ შენ ტოკიოს ოლიმპიადაზე მოხვდი, თუმცა მხოლოდ იმიტომ ვერ ითამაშებ, რომ განაცხადი არ გაუგზავნიათ.

ოლიმპიადაზე თამაში ჩემი ოცნება იყო. ახლა მხოლოდ ტირილი მინდა,” – წერია კალაშნიკოვას პოსტში.


ოქსანა კალაშნიკოვა წელს უიმბლდონზე ვარვარა გრაჩევასთან ერთად წყვილთა თანრიგში მონაწილეობდა და ტურნირის მერვედფინალშიც გავიდა, სადაც ჩეხ წყვილთან 2 სეტში დამარცხდა.

&

კალაშნიკოვა: ,,სამწუხაროა იმის გაცნობიერება, რომ ოლიმპიადაზე მოხვდი, მაგრამ იმიტომ ვერ ითამაშებ, რომ განაცხადი არ გაუგზავნიათ”

სტატიის ავტორი
-