17 ქულა 12 წუთში – ბეტისში ბექა ბურჯანაძის დებიუტი შედგა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის პირველ ტურში ,,რეალ ბეტისმა” ,,ანდორას” უმასპინძლა და ოვერტაიმში 102-98 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 90:90 დასრულდა.

,,ბეტისის” შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის, ბექა ბურჯანაძის დებიუტი შედგა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 12:26 წუთში 17 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ბექამ 4-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მასპინძლებს კეიდენ კარინგტონმა ულიდერა – უკანახაზელმა 22 ქულას, 4 მოხსნას, 2 ჩაჭრასა და 1 ასისტს მოუყარა თავი.

,,რეალ ბეტისი” ACB ლიგის მომდევნო შეხვედრას პარასკევს, 24 სექტემბერს, ,,მურსიას” წინააღმდეგ გამართავს.


17 ქულა 12 წუთში – ბეტისში ბექა ბურჯანაძის დებიუტი შედგა

სტატიის ავტორი
-