5 აგვისტოდან კანადის მასტერსი იწყება!

საჩოგბურთო სამყაროს ყურადღებას 5 აგვისტოდან 1 კვირის განმავლობაში მონრეალის მასტერსი მიიპყრობს.

მონრეალის მასტერსი წელიწადში გასამართი 9 მასტერსიდან ერთ-ერთია, შესაბამისად მისი გამარჯვებული 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

მოქმედი ჩემპიონი:

5 აგვისტოდან კანადის მასტერსი იწყება! 1

ტურნირზე მოქმედი ჩემპიონის სტატუსი რაფაელ ნადალს ექნება, შესაბამისად მისთვის კანადური ასპარეზი დიდი გამოწვევა იქნება, ვინაიდან მას რეიტინგში როჯერ ფედერერი საკმაოდ ახლოს ჰყავს და წარუმატებლობის შემთხვევაში ესპანელ მატადორს შვეიცარიელი მაესტრო ადგილს გაუცვლის – შეგახსენებთ, რაფა მსოფლიოს მეორე ნომერია, როჯერი კი მესამე. რაფას 7 945 ქულა აქვს, როჯერს კი 7 460.

 

ტურნირის ჩემპიონები: 

5 აგვისტოდან კანადის მასტერსი იწყება! 2

 

ტურნირის საპრიზო ფონდი5 701 945 დოლარი

გამარჯვებული მიიღებს1 049 040 დოლარს 

ფინალისტი მიიღებს –  531 010 დოლარს 

 

კორტის საფარი – ჰარდი 

5 აგვისტოდან კანადის მასტერსი იწყება! 3

 

ამჟამად ტურნირზე ოფიციალური რეგისტრაცია ნიკოლოზ ბასილაშვილს არ გაუვლია, თუმცა უდიდესი ალბათობით ის მონრეალის მასტერსზე მონაწილეობას მიიღებს. ნიკოლოზის მსგავსად ტურნირზე ოფიციალური რეგისტრაცია არც როჯერსა და ნოვაკს აქვთ გავლილი, თუმცა ტურნირის ორგანიზატორების მოლოდინით, “იუმბლდონის” ფინალისტები კანადის კორტზე აუცილებლად ითამაშებენ.

 

 

 

5 აგვისტოდან კანადის მასტერსი იწყება!

სტატიის ავტორი
-