ქართველი მებრძოლი ამირან გოგოლაძე 24 აგვისტოს Dana White’s Contender Series-ის ეგიდით ბრძოლას გამართვას, სადაც ამერიკელ დარიუს ფლაუერსს დაუპირისპირდება.

“სნაიპერი” უკვე რამადენიმე დღეა, რაც ამერიკაშია და იქ ემზადება ბრძოლისთვის. მომზადებაში ამირანს ზვიად ლაზიშვილთან ერთად მერაბ დვალიშვილიც ეხმარება. გოგოლაძე საკმაოდ კარგი მებრძოლია და საერთაშორისო ასპარეზზეც კარგად გამოდის. მას M-1 Global-ის ეგიდით 4 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა შემთხვევაში ოქტაგონი გამარჯვებულმა დატოვა. ამირანს კარიერაში სულ 16 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან 14 გამარჯვებით დაასრულა. Dana White’s Contender Series-ის საშუალებით უამრავი მებრძოლი მოხვდა UFC-ში და ეს მშვენიერი შანსი იქნება იმისთვის, რომ ყველაზე პრესტიჟულ საბრძოლო პრომოუშენში კიდევ ერთი ქართველი ვიხილოთ.

ამირან გოგოლაძე Dana White’s Contender Series-ში ბრძოლის ჩასატარებლად მზადაა | VIDEO

სტატიის ავტორი
-