ბასილაშვილი რაფაელ ნადალის წინააღმდეგ ითამაშებს!

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე მასტერსის ტურნირის 1/8-ფინალურ ეტაპზე საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის მე-18 ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი იასპარეზებს.

პირველ რაუნდში ქართველმა მარტონ ფუქსოვიჩს სძლია, მეორე რაუნდში კი ლასლო ჯერეს ბარიერის დაძლევა მოუწია.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე 1/8-ფინალში ამ წუთებში გაირკვა, ის მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი რაფალ ნადალი იქნება. გამომდინარე გუშინდელი უამინდობიდან რომის მასტერსზე ნადალს ერთ დღეში ორი შეხვედრის ჩატარება მოუწევს, შესაბამისად ბასილაშვილს დღესვე დაუპირისპირდება.

შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზეა ჩანიშნული.

Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს.

ბასილაშვილი რაფაელ ნადალის წინააღმდეგ ითამაშებს!

სტატიის ავტორი
-