ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირზე მეორე რაუნდიდან ჩაერთვება

საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმდინარე კვირაში შტუტგარტის ტურნირზე ჩაერთვება, სადაც ბალახის საფარია.

გერმანიაში მიმდინარე ტურნირს ერთგვარად უიმბლდონის “მოსამზადებელ” შეჯიბრსაც ეძახიან.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირზე მე-4 ნომრადაა განთესილი, რის გამოც ის ასპარეზს მეორე რაუნდიდან დაიწყებს.

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მარტონ ფუქსოვიჩი იქნება, რომელიც 2019 წელს ბასილაშვილს მეოთხეჯერ დაუპისირპირდება, განვლილი 3 შეხვედრიდან 2 ფუქსოვიჩის გამარჯვებით დასრულდა, უკანასკნელ შეხვედრაში კი ქართველმა ჩოგბურთელმა გაიმარჯვა.

Live.ge წარმატებებს უსურვებს ნიკოლოზს!

ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირზე მეორე რაუნდიდან ჩაერთვება

სტატიის ავტორი
-