ევროპის ჩემპიონატი – ამინაშვილი ფინალშია, ლომთაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორ წევრს ხვალ მედლის მოპოვების შანსი ექნება.

ფინალში გასვლა მოახერხა სანდრო ამინაშვილმა (86კგ). ქართველმა მოჭიდავემ დღეს შესანიშნავად იასპარეზა და ჯერ იტალიელ, სიმონე იანატონს მარტივად აჯობა – 11:0, შემდეგ კი პოლონელი – სებასტიან იეზიერზანსკი დამაარცხა – 6:1. სანდრომ ნახევარფინალში ბელორუს, ალი შაბანაუს მძიმე ბრძოლაში – 3:2 მოუგო და ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა. ამინაშვილი ხვალ გადამწყვეტ ბრძოლას რუს, არტურ ნაიფონოვთან გამართავს.

61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძემ პირველი ორი შეხვედრა დიდი ანგარიშებით – 12:0 და 14:6 მოიგო, თუმცა ნახევარფინალში ის უკრაინელ, ანდრეი ჯელეპთან 5:3 დამარცხდა. ლომთაძე ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ევროპის ჩემპიონატის პირველივე ეტაპზე დამარცხდა გენო პეტრიაშვილი. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონს მეტოქედ უძლიერესი ტაჰა აკგული შეხვდა და სამწუხაროდ, 1:6 წააგო. გენო რეპეშაჟში გადაერთო და ბრინჯაოს მედლის მოგებას შეეცდება.

ევროპის ჩემპიონატი – ამინაშვილი ფინალშია, ლომთაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

სტატიის ავტორი
-