განახლებული რეიტინგი – ბორჯღალოსნები ერთი პოზიციით დაწინაურდნენ

შემოდგომის ერთა სერიების მესამე კვირის ყველა შეხვედრის შედეგი ცნობილია და ოფიციალურმა გვერდმა ძალთა თანაფარდობის შესახებ, რეიტინგი გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ “ბორჯღალოსნები” უელსთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ რეიტინგში დაწინაურდნენ და მე-13 პოზოციას იკავებენ.

საუკეთესო ხუთეულში ცვლილება არ არის. რეიტინგის სათავეში კვლავ ირლანდიაა, რომელსაც საფრანგეთი, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ინგლისი მოსდევენ.

6-10 პოზიციები ასე განაწილდა: შოტლანდია, არგენტინა, ავსტრალია, უელსი და იაპონია.

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა 2022 წლის კალენდარული წესი უელსთან ისტორიული გამარჯვებით, 12:13 დაასრულეს.

განახლებული რეიტინგი – ბორჯღალოსნები ერთი პოზიციით დაწინაურდნენ

სტატიის ავტორი
-