Autumn Nations Series: “იტალიისა და უელსის შემდეგ, შოტლანდიაც?! – საქართველო დიდი გამარჯვებებისთვის ემზადება…”
ცნობილი სარაგბო სპორტული საიტი “Autumn Nations Series”-ის ოფიციალური გვერდი, მსოფლიო თასამდე მოახლოებულ ზაფხულის ტესტ მატჩებზე წერს. “Autumn Nations Series”-ი ვრცელ სტატიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ყურადღებას საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს აქცევს და ქართველების საგრძნობლად მომატებულ თამაშზე წერს. “საქართველოს დიდი ხანია აცხადებენ, როგორც მომავალ სარაგბო ერს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს “ბორჯღალოსნებმა” საბოლოოდ გასული წლის […]
ბორჯღალოსნები | მზადების პირველი კვირა
ბორჯღალოსნებმა, რომლებიც უკვე ერთი კვირაა 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასისთვის “შევარდენზე” ემზადებიან, ქომაგებისთვის პირველი ღია ვარჯიში გამართეს. გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი აღნიშნავს, რომ აქცენტი კეთდება ყველა იმ კომპონენტზე, რომლებიც თამაშისთვისაა საჭირო: “პირველმა კვირამ ძალიან კარგად ჩაიარა. აქცენტი კეთდება ყველა იმ კომპონენტზე, რომელიც რაგბისთვისაა საჭირო. ესენია ტექნიკური უნარები, ფიზიკური კონდიციები, გამძლეობა, ძალა, უნარები, რაქი, მოლი, შერკინება და […]
37 ბორჯღალოსანი ხვალიდან „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე, შეკრებაზე შევა და 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასისთვის მზადებას შეუდგება. კიდევ ორი მორაგბე – თორნიკე კახოიძე და ლუკა ხორბალაძე გუნდს მოგვიანებით, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეუერთდებიან. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, წვრთნას კონკრეტულად ის მორაგბეები გაივლიან, რომლებიდანაც საფრანგეთში წამსვლელი 33 შეირჩევა. შეკრებაზე გამოძახებული 39 მოთამაშის გარდა, არის სარეზერვო ჯგუფიც. […]
Rugby World: 10 რამ რაც შალვა მამუკაშვილის შესახებ უნდა იცოდეთ
პოპულარულმა ბრიტანულმა სარაგბო გამოცემა Rugby World-მა ბორჯღალოსანთა კვაჭის, შალვა მამუკაშვილის ცხოვრებიდან 10 მნიშვნელოვანი მომენტი გამოარჩია. „მამუკაშვილი 2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს საკვანძო მოთამაშე იქნება. გრძელი წვერი, ფართე მხრები და 10 ლომის ხელა გული – ეს შალვა მამუკაშვილია: დაიბადა 1990 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს დედაქალაქ თბილისში, დავით მამუკაშვილისა და ეკატერინე როჭიკაშვილის ოჯახში. დედამისი მათემატიკისა და ინფორმაციული […]
“მსოფლიოს უძლიერესი შერკინება” – ბორჯღალოსნების აღიარება | VIDEO
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 100 დღეზე ნაკლებია დარჩენილი. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები C-ჯგუფში, კარგად ნაცნობი მეტოქეების: ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და პორტუგალიის წინააღმდეგ იასპარეზებს. რაგბის მსოფლიო თასის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე, 2015 წლის ჩანაწერი განთავსდა, რომელშიც “ბორჯღალოსნებისა” და ლეგენდარული “ოლ ბლექსის” ერთ-ერთი შერკინების ამსახველი კადრებია ასახული. სოციალურ ქსელში განთავსებული ვიდეო ქართული შერკინების სიძლიერეს უსვამს ხაზს. […]
რაგბი TV-ს ანალიტიკური პოდკასტის “ჯენტლმენების თამაში” მორიგი ეპიზოდი გიორგი კვესელაძეს დაეთმო. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ცენტრმა ინგლისური “გლოსტერიდან” წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში ყოველთვის პრიორიტეტულია. “გასულ წელს 2-წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. 1 წელი კიდევ მაქვს რეალურად დარჩენილი, მაგრამ “გლოსტერიდან” 100%-ით ჩემი ინიციატივით წამოვედი და ახალ გუნდს ვეძებ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მაგრამ ჯერჯერობით […]
ავტორიტეტული მედია საშუალების ყოველკვირეულ სარაგბო პოდკასტში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შესახებ ისაუბრეს. BBC-ს სარაგბო პოდკასტი წლევანდელი სეზონის მიმოხილვასა და გამორჩეული მომენტების გარჩევას დაეთმო და ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ წამყვანებმა “ბორჯღალოსნების” შესახებაც ისაუბრეს. ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა – კრის ჯონსმა, აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ უელსის დამარცხება, წლის ყველაზე დიდი შოკი იყო. ”ვისაუბროთ ორი […]
ზაფხულში ბარნსი, პეიპერი და რეინალი გვიმსაჯებენ
მსოფლიო რაგბმა 2023 წლის ოთხი ერისა და მსოფლიო თასამდე გასახურებელი მატჩების მსაჯები და ოფიციალური პირები დაამტკიცა. ბორჯღალოსნები საფრანგეთში გამგზავრებამდე სამ ტესტ-მატჩს გამართავენ – ორს თბილისში და ერთსაც ედინბურგში, მასპინძელ შოტლანდიასთან. ზაფხულში 4 თამაშში ვიხილავთ ნიკა ამაშუკელს, პირველ ქართველ რეფერის, რომელიც გუნდურ სახეობებში მსოფლიო თასზე იმსაჯებს. პირველი თამაში 12 აგვისტოს თბილისში, მსოფლიო თასის მონაწილე რუმინეთთან გვაქვს […]
თამაზ მჭედლიძემ კარიერა დაასრულა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა – თამაზ მჭედლიძემ პროფესიონალური კარიერა დაასრულა. აღნიშნულის შესახებ ვეტერანმა “ბორჯღალოსანმა” Instagram-ზე განაცხადა. თამაზ მჭედლიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “გამარჯობა, მიუხედავად მრავალი მცდელობისა და მკურნალობისა, მაინც ვერ მოვახერხე სტადიონზე 100%-ით დაბრუნება. ამ მიზეზით გადავწყვიტე კარიერის დასრულება. ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სხვა გზა ნამდვილად არ მაქვს. მადლობა ყველა გულშემატკივარს, საქართველოს […]
2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გამართულ ფინალში, “ბორჯღალოსნებმა” პორტუგალია 38:11 დაამარცხეს. გასათვალისწინებელია, რომ “ბორჯღალოსნებმა” რაგბი ევროპაზე წაუგებელი მატჩების სერია 29-მდე გაზარდეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პორტუგალიის დამარცხებით საქართველომ ზედიზედ მე-6-ედ მოიპოვა რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული და გაიმეორა თავისივე მიღწევა (2011-2016 წლებში). ნაკრებს 2018 წლიდან დღემდე 29-მატჩიანი წაუგებელი […]
2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გამართულ ფინალში, “ბორჯღალოსნებმა” პორტუგალია 38:11 დაამარცხეს. რაგბი ევროპა | რეკორდსმენი საქართველო უცვლელი ჩემპიონია! მსოფლიო რაგბი ბორჯღალოსნების ტრიუმფს ეხმაურება რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა, რომელშიც 5 ქართველი მორაგბე მოხვდა. საუკეთესო თხუთმეტეულში შალვა მამუკაშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ვასილ ლობჟანიძე, თედო აბჟანდაძე და […]
გამგეობამ და სპორტულმა კომიტეტმა ბორჯღალოსნების ანგარიში მოისმინა
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრები პარასკევს ბორჯღალოსნების მწვრთნელებს შეხვდნენ და გასული ერთი წლის ანგარიში მოისმინეს. რადგან გამგეობის სხდომა სრულად დაეთმო მაღალ სპორტულ მიღწევებს, მას რაგბის კავშირის ხელმძღვანელობისა და გამგეობის წევრების გარდა მაღალი მიღწევების კომიტეტის ხელმძღვანელი რიჩი დიქსონი, ამავე კომიტეტის წევრი და მსოფლიო რაგბის კონსულტანტი საქართველოში ბაჩო ხურციძე, ასევე რაგბის კავშირის განვითარების დირექტორი რამა ჩანდი ესწრებოდნენ. […]