გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება შემცირდა

Transfermarket-ი პრესტიჟული პორტალია, რომელიც ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებებს ადგენს, სადაც გიორგი ჩაკვეტაძის ფასი ბოლო პერიოდის განმავლობაში უცვლელად 9 მილიონი ევრო გახლდათ.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ყველანაირი სპორტული ღონისძიება შეჩერებულია, Transfermarket-ზე გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება შემცირდა – ახლა მისი ფასი 7.5 მილიონი ევროა. სავარაუდოდ ამ ყველაფრის მიზეზი ტრავმის მიერ გაცდენილი პერიოდის შემდეგ რთულად აღდგენილი ფორმაა.

მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძემ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც ჯამში 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

Transfermarkt-ის მონაცემებით ამჟამად ქართველ ფეხბურთელებს შორის ყველაზე მაღალი სატრანსფერო ღირებულება საბა კვერკველიას აქვს. ეს უკანასკნელი 8 მილიონ ევროდ ფასდება.

 

გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება შემცირდა

სტატიის ავტორი
-