ისტორიაში პირველად – ქართველი მებრძოლი UFC-ის TOP 10-შია

გასული კვირა UFC-ის ქართველი მებრძოლებისთვის წარმატებული გამოდგა – ერთ დღეში ჯერ მერაბ დვალიშვილმა კოდი სტამანი დაამარცხა, შემდეგ კი, გიგა ჭიკაძემ კაბ სვანსონს მოუგო.

მორიგი ღონისძიების შემდეგ, UFC-ის ოფიციალურ საიტზე დღეს განახლებული რეიტინგები გამოქვეყნდა. გიგა ჭიკაძე ქვემსუბუქი წონის მე-10 პოზიციაზე გადავიდა და ის გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, რომელმაც ისტორიის მანძილზე TOP 10-ში შესვლა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ გიგა სვანსონის დამარცხებით 4 ადგილით დაწინაურდა.

რაც შეეხება დვალიშვილს, მერაბმა 12-ე ადგილიდან, მე-11-ზე გადაინაცვლა. 30 წლის მებრძოლმა ჯიმი რივერას გადაუსწრო.

ისტორიაში პირველად – ქართველი მებრძოლი UFC-ის TOP 10-შია

სტატიის ავტორი
-