“ცუდი დრო მქონდა, დამერწმუნეთ, რომ მომავალი კარგი იქნება” – გიგა ჭიკაძე
UFC 289 კანადაში, ვანკუვერში გაიმართა, სადაც ერთ-ერთი გამორჩეული ბრძოლა ჩარლზ ოლივეირასა და ბენილ დარიუშის დაპირისპირება იყო. ეს ორთაბრძოლა ყოფილი ჩემპიონის – ჩარლზ ოლივეირას გამარჯვებით დასრულდა. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა გიგა ჭიკაძეც, რომელიც მის მეგობარს ბენილ დარიუშს ბრძოლის პერიოდში აქტიურად ეხმარებოდა. UFC 289-ის დასრულების შემდეგ, გიგამ ადგილობრივ იუთუბერთან FULL SEND MMA-სთან ისაუბრა. ჭიკაძეს წელიწადზე მეტი რაც ბრძოლა […]
UFC-ის ცხელი ზაფხული – საჩემპიონო ბრძოლები ივლისსა და აგვისტოში
შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მოყვარულებს ცხელი ზაფხული ელით. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის ივლისსა და აგვისტოში UFC-ის ორი გამორჩეული ივენთი გაიმართება, რომელშიც საჩემპიონო ბრძოლებთან ერთად, რამდენიმე განსაკუთრებული დაპირისპირებაც შედგება. ცხელი ზაფხულის ერთ-ერთი გამორჩეული საღამო 30 ივლისს, სოლთ ლეიქ სითიში გაიმართება. UFC 291-ის ივენთზე საჩემპიონო ბრძოლას ვიხილავთ, რომელშიც დასტინ პორიესა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება შედგება. […]
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა – მერაბ დვალიშვილმა, ხელზე ოპერაცია ჩაიტარა, რომელიც წარმატებით დასრულდა. სუპერმსუბუქი დივიზიონის ნომერ პირველმა მებრძოლმა, წარსულში მიღებული ტრავმის გამო, ოპერაცია მარჯვენა ხელზე ჩაიტარა და ახლა სარეაბილიტაციო პროცესს გაივლის. Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ “სთორიში”, დვალიშვილმა აღნიშნა, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ოქტაგონზე რაც შეიძლება მალე დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ ოპერაციის დროს, დვალიშვილს კიდევ ერთი ქართველი […]
2023 წლის ივლისში ან აგვისტოში, UFC-ის ქართველი მებრძოლი შესაძლოა ოქტაგონს დაუბრუნდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაცია გიგა ჭიკაძისთვის (14-3) შესაძლო მეტოქის შერჩევაზე აქტიურად მუშაობს და ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად ბრაიან ორტეგა (15-3) განიხილება. 34 წლის გიგა ჭიკაძე UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-8 პოზიციაზე იმყოფება, თუმცა, უკანასკნელი ბრძოლა წელიწადზე მეტი ხნის წინ გამართა. MMA Underground-ის პოდკასტში საუბრისას ქართველმა […]
“მაქს გინდა ვიბრძოლოთ?” – გიგა ჭიკაძე ჰოლოუეის იწვევს
ქართველმა UFC-ის მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ მაქს ჰოლოუეი გამოიწვია. გიგამ პოსტი საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. “მაქს გინდა ვიბრძლოთ? ვფიქრობ შეგვიძლია კარგი შოუ შევქმნათ.” შეგახსენებთ, რომ ბოლოს ქართველმა კელვინ კატარის წინააღდეგ იასპარეზა, 5 რაუნდიანი მძიმე ბრძოლა დათმო და UFC-ში პირველი მარცხიც იგემა. გარდა წაგებისა, ამერიკელმა ქართველს საკმაოდ მძიმე დაზიანებებიც მიაყენა, რის გამოც დიდი ხანი ბრძოლას არ იღებდა […]
ქართველი მებრძოლების 2022 წელი UFC-ში
2022 წელი ქართული MMA-სთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. დაძაბული ბრძოლების, ბევრი სისხლისა თუ დასანანი მარცხების შემდეგ, იყო გამარჯვებები, რომლითაც ქართველებმა მსოფლიოს უკეთ გააცნეს თავი. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ MMA-ს სამყაროსთვის საქართველო აღმოჩენა იყო. ჩრდილო კავკასიელების შემდეგ, ჩვენებურებმა UFC-ის კარი ხმაურიანად შეანგრიეს და აღნიშნულ ორგანიზაციაში თავიც დაიმკვიდრეს. თუ წლების წინ, ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში ქართველები საერთოდ არ იყვნენ, […]
UFC საკუთარ მებრძოლებს შეზღუდვებს უწესებს
UFC-ის მებრძოლებს და მათ გუნდებს, UFC-ის სპორტსმენების ქცევის კოდექსის თანახმად, ბრძოლებზე ფსონების განთავსების უფლება აღარ ექნებათ. სპორტსმენებსა და მათ მენეჯერებს, ცვლილების შესახებ, თავად UFC-ის ბიზნესის განყოფილების მთავარმა დირექტორმა ჰანტერ კემპბელმა შეატყობინა. ცნობილი გამოცემა MMAJUNKIE აღნიშნული ელექტრონული ფოსტის ასლს ავრცელებს: აღნიშნული ცვლილებები წესებში არ ნიშნავს, რომ სპორტსმენებს ეკრძალებათ სპონსორული ურთიერთობა აზარტულ კომპანიებთან. „სპორტსმენებს ეკრძალებათ ფსონების დადება […]
გიგა ჭიკაძე სადიქ იუსიფთან ბრძოლას ჩაეხსნა
ქართველ მებრძოლს სადიქ იუსუფთან ორთაბრძოლა 17 სექტემბერს ჰქონდა ჩანიშნული. გიგა ლას-ვეგასში UFC Apex-ზე დაგეგმილ ღონისძიებას გაურკვეველი მიზეზის გამო გამოეთიშა. ჯერ არ არის ცნობილი თუ ვინ იქნება ჭიკაძის შემცვლელი, მაგრამ UFC აქტიურად აგრძელებს მის ძებნას. ცნობილი გამოცემა MMA JUNKIE წერს, რომ მათ იციან თუ რომელ ვარიანტებს განიხილავს ამერიკული პრომოუშენი, თუმცა, ანონიმური წყაროების თხოვნით მათი ვინაობა არ […]
UFC-ში გიგა ჭიკაძის მომავალი მეტოქე ცნობილია
ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე UFC ში მომავალ შეხვედრას ამერიკის წარმომადგენლის, სოდიქ იუსუფის წინააღმდეგ გამართავს. ბრძოლა 18 სექტემბერსაა ჩანიშნული. ჭიკაძემ ბოლოს იანვარში იასპარეზა, სადაც კელვინ კატართან დამარცხდა. მანამდე გიგას UFC-ში ზედიზედ 7 ბრძოლა ჰქონდა მოგებული. რაც შეეხება იუსუფს, ნიგერიული წარმოშობის ამერიკელმა მარტში ალექს კასერესის წინააღმდეგ იმარჯვა. 34 წლის მებრძოლის ანგარიშზე კარიერაში 19 მოგება და 13 მარცხია. […]
მორიგი აღიარება – გიგა ჭიკაძემ UFC-ის The Forrest Griffin Community Award-ის პრიზი მიიღო
UFC-ის ქართველი მებრძოლი – გიგა ჭიკაძე, The Forrest Griffin Community Award-ის პრიზის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პრიზს ორგანიზაციის იმ მებრძოლებს გადასცემენ, რომლებიც საქველმოქმედო საქმიანობით გამოირჩევიან და საზოგადოებაზე დადებით გავლენას ახდენენ. The Forrest Griffin Community Award-ის პრიზის გადაცემის ცერემონიალი პირველად 2020 წელს გაიმართა. დასტინ პორიესა და მაქს ჰოლოუეის შემდეგ, გიგა ჭიკაძე გახდა მესამე მებრძოლი, რომელსაც […]
MMA Junkie Youtube-ზე გიგა ჭიკაძის ინტერვიუს ავრცელებს. ქართველი მებრძოლი რამდენიმე საინტერესო საკითხს შეეხო. გიგამ “კორეელ ზომბზეც” ისაუბრა და ამბობს, რომ მასთან ბრძოლას არ გამორიცხავს. დიდი ხანია უკვე, ქართველსა და კორეელს შორის სოციალურ ქსელში დაპირისპირება მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც გიგა კელვინ კატართან დამარცხდა, აზიელმა მას მარტივი მეტოქე უწოდა. აუცილებელია ითქვას, რომ ჩან სუნგ იუნგმაც დათმო მისი […]
“შე***ი კორეელო ზომბო” – ჭიკაძემ UFC-ს მებრძოლს მიმართა
UFC Vegas 46-ის ივენთზე კელვინ კატართან განცდილი მარცხის შემდეგ, გიგა ჭიკაძემ ფანებს მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. Instagram-ზე განთავსებულ პოსტში, ქართველმა მებრძოლმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა, ხოლო UFC-ს მებრძოლი – ჩან სუნ იუნი (“კორეელ ზომბი”) არც ისე სასიამოვნოდ მოიხსენია. “ჩემს ნამდვილ გულშემატკივარს მადლობას ვუხდი – ძალიან მიყვარხართ! ფანების გამო ვალდებული ვარ მალე დავბრუნდე. გარშემო უამრავი ყალბი […]