მეტოქე ცნობილია – ქართველი წყალბურთელები ძლიერ მეტოქესთან ითამაშებენ

წყალბურთში, ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა მოახერხა. დეიან სტანოევიჩის გუნდი მესამე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

უკვე ცნობილია იმ გუნდის ვინაობა, რომელსაც ქართველები მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან. ჩვენი ნაკრების მეტოქე ხვალ ხორვატიის უძლიერესი გუნდი იქნება. ტურნირის წესების თანახმად, ჯგუფში მე-3 ადგილზე გასული ნაკრები პლეი-ოფში მეორე ჯგუფის მეორეადგილოსანს ეთამაშება. ვინაიდანაც ხორვატებმა, საკმაოდ მოულოდნელად, რუსეთთან წააგეს, საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადაზე მოსახვედრად რთული ბარიერის დაძლევა მოუწევს.

საქართველოსა და ხორვატიას შორის მატჩი 19 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

მეტოქე ცნობილია – ქართველი წყალბურთელები ძლიერ მეტოქესთან ითამაშებენ

სტატიის ავტორი
-