მეცის ტურნირის მეორე რაუნდში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

ახალი კვირიდან მსოფლიო რეიტინგის მე-17 ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, მეცის 250-ქულიან ტურნირზე ასპარეზობს, სადაც ის მე-2 ნომრადაა განთესილი და სწორედ ამის გამო ასპარეზში მეორე ეტაპიდან განამწესეს.

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიოს 129-ე ნომერ იანიკ მადენსა და 65-ე ჩოგან, ადგილობრივ უგო უმბერტს შორის უნდა გარკვეულიყო – აღნიშნული დაპირისპირების გამარჯვებული, 3-სეტიანი ბრძოლის შედეგად იანიკ მადენი გახდა.

ბასილაშვილისა და მადენის შეხვედრა დღეს, 19 სექტემბერს, 21:30 საათზეა ჩანიშნული, აღნიშნული შეხვედრის გამარჯვებული ფრანგული წყვილის, პიერ ერბერისა და ჟო-უილფრიდ ცონგას გამარჯვებულს შეხვდება.

Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს.

მეცის ტურნირის მეორე რაუნდში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

სტატიის ავტორი
-