ნაგოია ბაშო მე-9 დღე – მაკუუჩის ლიდერთა სია და გაგამარუს მდგომარეობა

ნაგოიაში მიმდინარე სუმოს 2019 წლის რიგით მეოთხე სუპერტურნირი ქართველთათვის წარუმატებლად მიმდინარეობს. ჩვენმა ოძეკიმ, ტრავმებიდან გამომდინარე, ასპარეზი უკვე დაასრულა. რაც შეეხება გაგამარუს, ის ჯურიოს მეორე ნომერია და ასევე ტრავმირებული ასპარეზობს – სწორედ ესაა მისი წარუმატებლობის მიზეზი.

მე-9 დღის ბოლოს, გაგას ბალანსი 2 მოგება და 7 მარცხია. მე-10 დღეს გაგას მეტოქე ჯურიოს მე-8 ნომერი დასავლეთიდან, შოთა იკიოი იქნება – ის საკმაოდ გამოცდილი და ძლიერი მებრძოლია, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე, მას დიდი რეგრესი აქვს.

რაც შეეხება მაკუუჩი ანუ უმაღლეს დივიზონს, აქ საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა. მე-9 დღის ბრძოლაში პირველად დამარცხდა თეთრი ფენიქსი, ანუ მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო, რომლის მეტოქეც თანამემამულე, ყველაზე მძიმეწონოსანი მებრძოლი იჩინოჯო გახლდათ. ნაგოია ბაშოზე დაუმარცხებელი მხოლოდ იოკოძუნა კაკურიუა, მას 9 მოგება აქვს.

გთავაზობთ ჩემპიონობისათვის მებრძოლ სუმოისტებს მე-9 დღის ბოლოს დაფიქსირებული მონაცემებით:

9 მოგება – იოკოძუნა კაკურიუ 

8 მოგება – იოკოძუნა ჰაკუჰო 

7 მოგება – ოძეკი ტაკაიასუ, ა7მ მიოგირიუ, დ7მ ტომოკაძე, დ16მ  ტერუცუიოში

6 მოგება – სეკივაკე მიტაკეუმი, დ1მ ჰოკუტოფუჯი, დ4მ იჩინოჯო, ა6მ ჩიოტაირიუ, დ13მ სადანოუმი, დ14მ ენჰო, ა16მ კოტოიუკი

 

 

ნაგოია ბაშო მე-9 დღე – მაკუუჩის ლიდერთა სია და გაგამარუს მდგომარეობა

სტატიის ავტორი
-