New York Times-მა ბასილაშვილის ბექჰენდი ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარა

ამერიკული გამოცემა New York Times ნიკოლოზ ბასილაშვილის ბექჰენდით აღფრთოვანებულია.

New York Times-მა ნიკოლოზი ორხელიანი ბექჰენდის მქონე ჩოგბურთელებს შორის გამოარჩია, რაც შეეხება საუკეთესოს – ნოვაკ ჯოკოვიჩი დასახელდა.

მოგეხსენებათ, 2018 წელი ნიკოლოზისთვის დასრულდა. ეს მის კარიერაში საუკეთესო წელი გახლდათ, მან ორჯერ იზეიმა ATP-ს ეგიდით ჩატარებული 500 ქულიანი ტურნირის მოგება.

ამჟამად ნიკა კარიერის საუკეთესო ნიშნულზეა და წელს 21-ე პოზიციაზე დაასრულებს.

იხილეთ ბასილაშვილის შესანიშნავი ბექჰენდი კევინ ანდერსონის წინააღმდეგ

New York Times-მა ბასილაშვილის ბექჰენდი ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარა

სტატიის ავტორი
-