ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოს ტურნირს გამოეთიშა

საქართველოს საჩოგბურთო ნაკრების პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოს ტურნირის პირველ ეტაპზე უნგრელ, მსოფლიო რეიტინგის 37-ე ნომერ მარტონ ფუქსოვიჩს დაუპირისპირდა.

შეხვედრის პირველი სეტი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ფუქსოვიჩმა ბრეიკი შეასრულა და პირველი სეტი ანგარიშით – 7:5 გაიმარჯვა.

მეორე სეტში ბასილაშვილმა წონასწორობა აღადგინა და სეტი საკუთარ აქტივში მიიწერა – 6:3.

მესამე და გადამწყვეტ სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა ვერაფერი გააწყო მეტოქის წინააღმდეგ ერთადერთი მოგებული გეიმის გარდა, შესაბამისად ფუქსოვიჩი შემდეგ რაუნდშია.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია – 7:5, 3:6, 6:1 მარტონ ფუქსოვიჩის სასარგებლოდ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოს ტურნირს გამოეთიშა

სტატიის ავტორი
-