ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო!

მსოფლიო რეიტინგის მე-17 ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი CHINA OPEN-ზე ასპარეზობს. ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ წელს აღნიშნული ტურნირი ტრიუმფით დაასრულა, რის გამოც მას წლევანდელ ასპარეზზე ქულების დასაცავად მოუწევს ბრძოლა.

ნიკას მეტოქე პირველ რაუნდში გვიდო პელა გახლდათ, რომელსაც 2-სეტში, ანგარიშით – 6:4, 7:6 (3), საკმაოდ დამაჯერებლად გაუმკლავდა.

მომდევნო ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე დუშან ლაიოვიჩსა და სტეფანოს ციციპასის წყვილის გამარჯვებული იქნება.

შეგახსენებთ, პეკინის ტურნირი 500-ქულიანია, ტურნირის დაცვის შემთხვევაში ნიკოლოზს რეიტინგში ქულების მხრივ დანამატი არ ექნება.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა პეკინის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო!

სტატიის ავტორი
-