ნიკოლოზ ბასილაშვილს ჰალეს ტურნირის პირველ ეტაპზე რთული მეტოქე ეყოლება

საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის მე-17 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმდინარე კვირაში ჰალეს ტურნირში იმონაწილევებს.

პირველ რაუნდში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე, გასულ კვირაში მიმდინარე შტუტგარტის ტურნირის გამარჯვებული მატეო ბერეტინი იქნება, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 22-ე პოზიციაზეა.

ბასილაშვილსა და ბერეტინის შორის აქამდე 3 შეხვედრაა გამართული საიდანაც 2 ნიკამ მოიგო, ხოლო უკანასკნელი დაპირისპირება იტალიელი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა.

Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ჰალეს ტურნირის პირველ ეტაპზე რთული მეტოქე ეყოლება

სტატიის ავტორი
-