ოლიმპიადა | ვინ იასპარეზებს 7 აგვისტოს საქართველოს სახელით

23 ივლისიდან სპორტის მოყვარულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი დიდი მოვლენის, ტოკიოს ოლიმპიადის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი.

Covid-19-ის გამო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები 1 წლით გადაიდო და შესაბამისად, 2021 წელს ტარდება.

7 აგვისტოს, საქართველოს ოლიმპიური ნაკრებიდან 2 სპორტსმენი იასპარეზებს: გოგიტა არქანია (კარატე) და ელიზბარ ოდიკაძე (ჭიდაობა).

კარატისტი გოგიტა არქანია მედლის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია, რომელიც კუმიტე – მინუს 75 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

რაც შეეხება ელიზბარ ოდიკაძეს, ქართველი თავისუფალი სტილის მოჭიდავე ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად, რეპეშაჟში იჭიდავებს.

Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ სპორტსმენებს!

ოლიმპიადა | ვინ იასპარეზებს 7 აგვისტოს საქართველოს სახელით

სტატიის ავტორი
-